dedofliswyaros municipaliteti  
  

 

 

dedofliswyaros municipalitetis soflebi
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 13 ტერიტორიული ორგანო და 15 სოფელი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან არბოშიკის, არხილოსკალოს, გამარჯვების, ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, მირზაანის, ოზაანის, საბათლოს, სამთაწყაროს, სამრეკლოს, ფიროსმანის, ქვემო ქედისა და ხორნაბუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფართობია 2532 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 21 221 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 8,4 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი დედოფლისწყარო. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ხორნაბუჯი (2095 ადამიანი), დედოფლისწყაროდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი საბათლო (70 კმ.).

 

1 არბოშიკი 6 თავწყარო 11 სამთაწყარო 16 ხორნაბუჯი
2 არხილოსკალო 7 მირზაანი 12 სამრეკლო    
3 გამარჯვება 8 ოზაანი 13 ფიროსმანი    
4 ზემო მაჩხაანი 9 პატარა შირაქი 14 ქვემო ქედი    
5 ზემო ქედი 10 საბათლო 15 ჭოეთი